ცხენის წელიწადი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან პოპულარები არიან, რასაც თავიანთ ნიჭს და მხიარულ ბუნებას უნდა უმადლოდნენ. არც ჭკუა აკლიათ, არც გამჭრიახობა, ოღონდაც, ზოგჯერ ბევრი ლაპარაკი უყვართ. ნიჭიერებიც არიან, საქმეებიც კარგად მიუდით, გამოირჩევიან თვალში საცემი ჩაცმულობით და თავისუფალი, ძალდაუტანელი ქცევით. საკუთარ თავში დარწმუნებულებმა კარგად იციან თსვისი ფასი. არც მეორე სქესისადმი არიან გულგრილები, პირადი გრძნობები, სიყვარული მთავარია მათთვის. ყველაფერს, რაც მათ პიროვნებას და ავტორიტეტს ეხება, დიდ ძალასა და ენერგიას ახმარენ. ძალიან უყვართ გართობა, თავყრილობები, წარმოდგენები. სიამოვნებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ნაკლებად იღებენ ყურად სხვის დარიგებებს და იქცევიან ისე, როგორც თავად ცნობენ საჭიროდ.
- ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებიან სიყვარულში, ასევე მეგობრობაში: ვეფხვი, ძაღლი და ცხვარი.
- ადამიანები, რომლებთანაც არ არის რეკომენდირებული თქვენი ურთიერთობა: ურჩხული, გველი, მაიმუნი, მამალი და ტახი.
- ადამიანები, რომლებიც არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავშირმა უბედურება ან კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: ვირთხა.
ცხვრის წელიწადი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ნატიფი ხელოვნებისადმი მიდრეკილება გააჩნიათ. ერთი შეხედვით, თითქოს ქუდბედიანები არიან, მაგრამ ხშირად ხდება ისეც, რომ ცხოვრებისეულ სიძნელეებს თავს ვერ აბამენ, რადგან სიმორცხევე და პესიმიზმი უშლით ხელს. ძალიან უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. მათს უმრავლესობას სწამს ღმერთი და არ არღვევენ რელიგიის ძირითად პრინციპებს.
ცხვრის წელში დაბადებულთაგან იშვიათად გამოდიან ბელადები. რადგან სიტყვაკაზმულობა არ ახასიათებთ და არც ორატორობის ნიჭით არიან მომადლებულები. თუმცა, თავიანთ რწმენას ბოლომდე იცავენ და არც საქმის ღალატი სჩვევიათ, ფულის შოვნის უნარი გააჩნიათ, უყვართ კარგი ცხოვრება, აქვთ მშვენიერი გემოვნება და საერთო ჯამში მეტად გონიერი, რბილი და კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
- ადამიანები, დომლებიც იდეალურად სჰეგეფერებიან სიყვარულში, ასევე მეგობრობაში: ბოცვერი, ტახი და ცხენი.
- ადამიანები, რომლებთანაც თქვენი ურთიერთობა არ არის რეკომენდირებული: ვრფხვი, ურჩხული, ცხვარი და გველი.
- ადამიანები, რომლებიც არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავშირმა უბედურება და კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: ხარი და ძაღლი.
მაიმუნის წელიწადი
ამ წელს დაბადებულები ყველაზე არასასიამოვნო და არამყარი ხალხია. მეორე მხრივ, ისინი ჭკვიანები, ორიგინალურები დამოხერხებულები არიან, გააჩნიათ გამომგონებლის ნიჭი და ადვილად წყვეტენ თვით ყველაზე რთულ პრობლემასაც კი. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს საქმე, რომლისთვისაც თავის გართმევას ისინი ვერ შეძლებენ.
მაიმუნის სუსტ ხასიატზე მიგვითითებს თუნდაც ის, რომ ადვილად შეიძლება მისი დაყოლიება და ასევე ადვილად იცვლის ინტერესების სფეროს, რადგან არ ყოფნის მოთმინება ბოლომდე მიჰყვეს საქმეს, ყველა პრობლემის გადაჭრა სურს უცებ, მომენტალურად. სულ უბრალო წინააღმდეგობაც საკმარისია, რომ დასახულ მიზანზე ხელი აიღოს. ასევე უცებ ეცვლება გუნება-განწყობილება. ეს ხალხი გამოირჩევა ტემპერამენტით და სიფიცხით. მაგრამ, მეორეს მხრივ, გაბრაზება ადვილად გადასდით და წყენას გულში არ იტოვებენ, აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების უნარი, გააჩნიათ საღი აზროვნება, გამჭრიახობა, ბევრ მათგანს შეუძლია სახელის მოხვეჭა.
- ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებათ როგორც სიყვარულსი, ასევე მეგობრობაში: ურჩხული და ვირთხა.
- ადამიანები, რომლებთანაც თქვენი ურთიერთობა ნაკლებადაა გამართლებული: კურდღელი, ცხვარი, ძაღლი და მაიმუნი.
- ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავშირმა უბედურება და კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: გველი, ტახი და ვეფხვი.
მამლის წელიწადი
ღრმად მოაზროვნე და ნიჭიერი პიროვნებები არიან. უყვართ შრომა და შეუძლიათ მთელი გული და სული ჩააქსოვონ საქმეში. ცდილობენ შეასრულონ ყოველგვარი დავალება, თვით ისეთიც კი, რაც მათ ძალებს აღემატება. ძალიან განიცდიან ხელის მოცარვას. ზოგჯერ ექსცენტრულებიც კი არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადვილად შედიან კონტაქტში სხვებთან. მათი რაიმეში გადარწმუნება საკმაოდ ძნელი საქმეა, რადგან მუდამ სჯერათ, რომ მართლები არიან. რაც სხათა შორის, სულაც არაა საფუძველს მოკლებული, უყვართ მარტოობა, იშვიათად უხსნიან გულს ვინმეს. ერთი შეხედვით მეტად თამამებს, სინამდვილეში სიმორცხვე ტანჯავთ.
სამწუხაროდ, ხშირად უცრუვდებათ გეგმები. მათ გრძნობებს ორი უკიდურესობა გააჩნია: უეცარი აფეთქება და ასევე უეცარი ჩაქრობა. მათი ბედი წარმატებებისა და ჩავარდნების მუდმივი მონაცვლეობას წარმოადგენს. ზოგჯერ ეგოისტებიც არიან, მაგრამ სამაგიეროდ, გულახდილობა და გულწრფელობაც ახასიათებთ. ადვილად ეუფლებათ სასოწარკვეთა და ასევე ადვილად ნახულობენ გამოსავალს.
- ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებათ როგორც სიყვარულსი, ასევე მეგობრობაში: ხარი, გველი და ურჩხული.
- ადამიანები, რომლებთანაც თქვენი ურთიერთობა ნაკლებადაა გამართლებული: ვირთხა, მამალი, ძაღლი და კურდღელი.
- ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავსირმა უბედურება და კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: ვეფხვი, ცხენი, მაიმუნი, ცხვარი და ტახი.
ძაღლის წელიწადი
ესენი ღრმად მოაზროვნე და ნიჭიერი პიროვნებები არიან. უყვართ შრომა და შეუძლიათ მთელი გული და სული ჩააქსოვონ საქმეში. ცდილობენ შეასრულონ ყოველგვარი დავალება, თვით ისეთიც კი, რაც მათ ძალებს აღემატება. ძალიან განიცდიან ხელის მოცარვას. ზოგჯერ ექსცენტრულებიც კი არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადვილად შედიან კონტაქტში სხვებთან. მათი რაიმეში გადარწმუნება საკმაოდ ძნელი საქმეა, რადგან მუდამ სჯერათ, რომ მართლები არიან. რაც სხათა შორის, სულაც არაა საფუძველს მოკლებული, უყვართ მარტოობა, იშვიათად უხსნიან გულს ვინმეს. ერთი შეხედვით მეტად თამამებს, სინამდვილეში სიმორცხვე ტანჯავთ.
სამწუხაროდ, ხშირად უცრუვდებათ გეგმები. მათ გრძნობებს ორი უკიდურესობა გააჩნია: უეცარი აფეთქება და ასევე უეცარი ჩაქრობა. მათი ბედი წარმატებებისა და ჩავარდნების მუდმივი მონაცვლეობას წარმოადგენს. ზოგჯერ ეგოისტებიც არიან, მაგრამ სამაგიეროდ, გულახდილობა და გულწრფელობაც ახასიათებთ. ადვილად ეუფლებათ სასოწარკვეთა და ასევე ადვილად ნახულობენ გამოსავალს.
- ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებათ როგორც სიყვარულსი, ასევე მეგობრობაში: ხარი, გველი და ურჩხული.
- ადამიანები, რომლებთანაც თქვენი ურთიერთობა ნაკლებადაა გამართლებული: ვირთხა, მამალი, ძაღლი და კურდღელი.
- ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავსირმა უბედურება და კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: ვეფხვი, ცხენი, მაიმუნი, ცხვარი და ტახი.
ეს ადამიანები უშიშარნი არიან და სხვისთვის თანგანწირვის უნარი გააჩნიათ. რასაც აკეთებენ, აკეთებენ მთელი სულითა და გულით. პირდაპირი გზით უყვართ საუბარი, უკანდაუხევლად. ძალიან პატიოსანი და მამაცი ხალხია. უჭირთ სხვებთან დაახლოვება, ამიტომაც მეგობრები ცოტა ჰყავთ. სამაგიეროდ ვისაც დაუახლოვდებიან, ბოლომდე მათი ერთგულები არიან და გასაჭირში მუდამ გვერდით უდბანან.
ლაპარაკი დიდად არ უყვართ, სამაგიეროდ თავაზიანები არიან, ბევრს კითხულობენ და კარგადაც არიან ინფორმირებულები. ადვილად ფიცხდებიან, მაგრამ ჩხუბს და კამათს ერიდებიან. ყურადღებას არ აკლებენ მათ, ვისაც ნამდვილად აფასებენ. მიუხედავად ამისა, მათი ოჯახური საქმეები ყოველთვის როდია რიგზე.
ცდილობენ სასწრაფოდ მოაგვარონკონფკიქტები და საქმე სერიოზულ განხეთქილებამდე არ მიიყვანონ, რაც არ უნდა უჭირდეთ, ფარ-ხმალს იოლად არ ჰყრიან, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ ქცევას უმეთესწილად წუთIერი აღტკინება უდევს საფუძვლად.
- ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებიან როგორც სიყვარულში, ასევე მეგობრობაში: კურდღელი და ცხვარი.
- ადამიანები, რომლებტანაც თქვენი ურთიერთობა ნაკლებად გამართლებულია: ვირთხა, ვეფხვი, ხარი, მამალი, ძაღლი, ტახი და ურჩხული.
- ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით.უფრო მეტიც, მათთან ურთიერთობა უბედურება და კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: გველი.
ვირთხის წელიწადი
ამ ნიშნით დაბადებულებს სასიამოვნო გარეგნობა გააჩნიათ, მიმზიდველები არიან, შრომისმოყვარეები, მუდამ იციან, რა სურთ, უყვართ სიმდიდრის მოხვეჭა და დაგროვება. ბუნებით ხელმომჭირნეებს, ფულის ფლანგვა არ სიამოვნებთ, მაგრამ ისიცაა, როცა რაიმეთი გატაცებულები ან სულაც შეყვარებულები არიან, ხელომჭირნეობა ავიწყდებათ.გულუხვობას მარტო იმათ მიმართ იჩენენ, ვინც უყვართ და ვისაც აფასებენ. პედანტურობამდე მისული აკურატულობა ახასიათებთ. ხშირად მათი ქცევა არ ექვემდებარება ლოგიკას.
პატივმოყვარენიც არიან და როგორც წესი, მიზანს ყოველთვის აღწევენ.ზოგჯერ თავშეკავება ღალატობთ და გაშმაგებამდეც მიდიან. საერთოდ, კი გულახდილები არიან და ჭორაობა და სხვისი გაკილვაც ეხერხებათ ხოლმე.
- ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებიან როგორც სიყვარულში, ასევე მეგობრობაში: ურჩხული, მაიმუნი და ხარი.
- ადამიანები, რომლებთანაც თქვენი ურთიერთობა ნაკლებადაა გამართლებული: გველი, ვეფხვი, ძაღლი, ტახი და ვირთხა.
- ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავსირი უბედურება და კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: ცხენი.
ხარის წელიწადი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები მეტად მომთმენნი არიან, საიმედონი. არც ბევრი კაპარაკი უყვართ, მაგრამ ზოგჯერ ახირებულობაც ახასიათებთ და ადვილად კარგავენ თავშეკავებას. ამ დროს მათ უნდა უფრთხოდეთ _ ხარის გაშმაგებამ ზღვარი არ იცის. საერთოდ ენაძვირები არიან, მაგრამ თუ რამემ დააინტერესათ, სიტყვაკაზმულობაც ეხერხებათ. დიდებული ფიზიკური და გონებრივი მონაცემები გააჩნიათ. ერთი შეხედვით, რბილი ხასიათისა გეგონებათ, სინამდვილეში კი, სიჯიუტეც ახასიათებთ. შეკამათება არ უყვართ. ბევრი მათგანი სიყვარულს ისე უყურებს როგორც სპორტს. მათი ხასიათის ეს მხარე ხშირადაა ახლობლებთან კონფლიქტის მიზეზი.
- ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებიან როგორც სიყვარულსში, ასევე მეგობრობაში: გველი, მამალი და ვირთხა.
- ადამიანები, რომლებთანაც თქვენი ურთიერთობა ნაკლებადაა გამართლებული: ურჩხული, ბოცვერი, მაიმუნი, ტახი და ხარი.
- ადამიანები რომლებიც საერთოდ არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავშირმა უბედურება და კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: ცხვარი.
ვეფხვის წელიწადი
ამ წელს დაბადებულები მეტად მგრძნობიარენი არიან, უყვართ მსჯელობა, ფიქრი, მაგრამ ხშირად ახასიათებთ უგუნურობა. საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობენ, მაგრამ არცთუ იშვიათად მოსდით კომფლიქტი ჩინით ან ასაკით უფროსებთან. ასევე ხშირად იღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ან კიდევ, უჭირთ სწორი დასკვნების გაკეთება. საერთოდ ჯამში, ისინი მამაცი და ძლიერი ადამიანები არიან და სიყვარულითა და პატივისცემითაც სარგებლობენ.
- ადამიანები, რომლებიც იდელურად შეგეფერებიან როგორც სიყვარულში, ასევე მეგობრობაში: ცხენი, ურჩხული და ძაღლი.
- ადამიანები, რომლებთანაც თქვენი ურთიერთობა მაკლებადაა გამართლებული: თაგვი, ხარი, ბოცვერი, ვეფხვი, ცხვარი, ტახი და მამალი.
- ადამაიანები, რომლებიც საერთოდ არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავშირმა უბედურება და კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: გველი და მაიმუნი.
ბოცვერის (კურდღელი) წელიწადი
ამ წელში დაბადებულებს მეტისმეტად გამოხატული, ინდივიდუალურობა ახასიათებთ. ნიჭიერი და პატივ მოყვარენი არიან. ქველმოქმედებსა და თავშეკავებულებს, დიდებული გემოვნება გააჩნიათ, საზოგადოებაში მეტად პოპულარულნია და ნდობითაც
სარგებლობენ. მატერიალურად არ უჭირთ. ხანდახან წაჭორავება უყვართ, მაგრამ ზომიერები გრძნობა და ტაქტი არც ამ დროს ღალატობთ. მგრძნობიარენია და ყურადღებიანი მათ მიმართ, ვინც უყვართ, სამაგიეროდ, ნივთებს მათ თვალში არავითარი ფასი არა აქვს. თითქმის არასდროს კარგავენ თავშეკავების უნარს. საქმეში კეთილსინდისიერებია და მოვალეობის გრძნობა სისხლში აქვთ გამჯდარი. თუმცა, ესეცაა ზოგჯერ ზედმეტ პედანტობასაც იჩენენ. ხანდახან კი მელანქოლია და უგუნებობა წამოუვლით. მოთამაშეები, მაგრამ არასოდეს ეტანებიან აზარტულ თამაშებს, რაკიღა მეტად კონსერვატორული შეხედულებები აქვთ და არც სიფრთხილის გრძნობა ღალატობთ.
- ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებიან სიყვარულში, ასევე მეგობრობაში: ცხვარი, ტახი და ძაღლი.
- ადამიანები, რომლებთანაც ნაკლებად არის თქვენი ურთიერთობა რეკომენდირებული: ვირთხა, ბოცვერი და ურჩხული.
- ადამიამები, რომლებიც საერთოდ არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან ურთიერთობამ უბედურება და კატასტრიფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: მამალი.
დრაკონის (ურჩხული) წელიწადი
ამ წელში დაბადებულებს მეტისმეტად გამოხატული, ინდივიდუალურობა ახასიათებთ. ნიჭიერი და პატივ მოყვარენი არიან. ქველმოქმედებსა და თავშეკავებულებს, დიდებული გემოვნება გააჩნიათ, საზოგადოებაში მეტად პოპულარულნია და ნდობითაც
სარგებლობენ. მატერიალურად არ უჭირთ. ხანდახან წაჭორავება უყვართ, მაგრამ ზომიერები გრძნობა და ტაქტი არც ამ დროს ღალატობთ. მგრძნობიარენია და ყურადღებიანი მათ მიმართ, ვინც უყვართ, სამაგიეროდ, ნივთებს მათ თვალში არავითარი ფასი არა აქვს. თითქმის არასდროს კარგავენ თავშეკავების უნარს. საქმეში კეთილსინდისიერებია და მოვალეობის გრძნობა სისხლში აქვთ გამჯდარი. თუმცა, ესეცაა ზოგჯერ ზედმეტ პედანტობასაც იჩენენ. ხანდახან კი მელანქოლია და უგუნებობა წამოუვლით. მოთამაშეები, მაგრამ არასოდეს ეტანებიან აზარტულ თამაშებს, რაკიღა მეტად კონსერვატორული შეხედულებები აქვთ და არც სიფრთხილის გრძნობა ღალატობთ.
- ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებიან სიყვარულში, ასევე მეგობრობაში: ცხვარი, ტახი და ძაღლი.
- ადამიანები, რომლებთანაც ნაკლებად არის თქვენი ურთიერთობა რეკომენდირებული: ვირთხა, ბოცვერი და ურჩხული.
- ადამიამები, რომლებიც საერთოდ არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან ურთიერთობამ უბედურება და კატასტრიფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: მამალი.
გველის წელიწადი
ისინი მეტად რთული ბუნებით გამოირჩევიან, დაბადებიდან დაჰყვებათ სიბრძნე და სიტყვაძვირობა. კარგი ბედისა არიან, მაგრამ ცოტა არ იყოს, ხელმომჭირნეობაც ახასიათებთ, ზოგჯერ კი ეგოიზმსა და პატიმოყვარეობასაც ავლენენ. სამაგიეროდ, ბედით დაჩაგრულ თანამოძმეებს გასაჭირში მარტო არ ტოვებენ. რაკიღა იშვიათად ენდობიან სხვის რჩევას, ხშირად უშვებენ შეცდომებს, რასაც ძალიან მწარედ განიცდიან, გაბედულები და შეუპოვრები არიან და ზუსტად იციან რა უნდათ, მათ მშვიდ გარეგნობაში დიდი ვნებათაღელვა იმალება. როგორც წესი, მომხიბვლელობა და შინაარსიანი სულიერი სამყარო აქვთ, მაგრამ ცოტა არ იყოს, თავქარიანები არიან, რასაც ხშირად ოჯახური კონფლიქტები მოსდევს ხოლმე.
- ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებიან სიყვარულში, ასევე მეგობრობაში: ხარი და მამალი.
- ადამიანები, რომლებთანაც არ არის რეკომენდირებული თქვენი ურთიერთობა: ვირთხა, ბოცვერი, ურჩხული, გველი, ცხენი და ცხვარი.
- ადამიანები, რომლებიც არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავშირმა უბედურება და კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: ვეფხვი და ტახი.